|
2019-04-18 11:11:29, 1378 ნახვა
საზოგადოება
ინკლუზიური განათლების მიმართულებით N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელი გადამზადდა
თბილისის N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. დაჯილდოების ღონისძიება ბაგა-ბაღში გაიმართა და მას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო. პრეზენტაციაზე ბაგა-ბაღის დირექტორმა თეა მიქაძემ და პროექტის მენეჯერმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა დოლიძემ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, რომ ბაგა-ბაღის პერსონალს ტრენინგამდეც ჰქონდა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის კარგი გამოცდილება, შესაბამისად, სწავლება საკმაოდ ეფექტურად წარიმართა. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამ მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ბაგა-ბაღების ბაზაზე. „ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, რადგან ჩვენი მიზანია სწორედ გამოცდილ და კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად დავძლიოთ ეს ამოცანა და ხელი შევუწყოთ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელების ინტეგრაციას საზოგადოებაში. ყველასათვის ცნობილია, რომ საუკეთესო შედეგის მიღწევა ადრეული ჩარევითაა შესაძლებელი და ეს სწორედ სკოლამდელი ასაკის პერიოდია. ამიტომ, ჩვენ არ ვზოგავთ ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებს იმისათვის, რომ გავზარდოთ ჩვენი პერსონალის ცოდნა და გამოცდილება მომავალი თაობის სათანადო განვითარებისათვის,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)