13:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 14:08:40, 1714 ნახვა

პოლიტიკა
„სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი!“ - „თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ!“ - ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს დაუპირისპირდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

ეკა ბესელია კობახიძის ტრიბუნასთან მივიდა და მას ჰკითხა, მისი ხომ არ ეშინოდა.

„შიში თქვენკენ მოიკითხეთ“,- უპასუხა კობახიძემ. ყოფილ თანაგუნდელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა.

„სანამ აქედან ჩამომიყვანიხართ, წესიერად მოიქეცით“, - თავის მხრივ, მიუგო ეკა ბესელიამ. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს ეკა ბესელიასთვის წესების დაცვის იძულების თხოვნით მიმართა.

ცნობისთვის, კობახიძე და ეკა ბესელია ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც სიტყვით გამოსვლისას თავმჯდომარემ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა.

„ერთი წუთით, ყურადღებით, ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ ხედავ სადაც ვზივარ, თუ ვერ მხედავ, შემიძლია ახლოს მოვიდე“ - ბესელიას ამ კომენტარის შემდეგ კობახიძემ მას მიკროფონი გაუთიშა და აღნიშნა, რომ დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართონ.

"გამოურთეთ მიკროფონი, პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“,- მიმართა კობახიძემ ბესელიას.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics