2019-04-17 10:48:14, 1223 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, კვიპროსის პრეზიდენტს შეხვდა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის ფედერაციის პრეზიდენტს მასპინძლობს.
დახვედრის ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა.
დაგეგმილია მედიისათვის ერთობლივი განცხადებების გაკეთება და ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შედგება შეხვედრა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და მისი მეუღლე ანდრი ანასტასიადისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდებიან. დაგეგმილია, საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას საქართველო - კვიპროსის პრეზიდენტებიც მიიღებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,