|
2019-04-16 19:30:38, 1851 ნახვა
სამართალი
ჯავახაძე - პატრულის ეკიპაჟებს ნომრის ამომცნობი მოწყობილობები ექნებათ, რომლითაც მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირება მოხდება
„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს ნომრის ამომცნობი პორტატული მოწყობილობები ექნებათ, რომლითაც მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირება მოხდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან საგზაო უსაფრთხოების კუთხით სამინისტროს კამპანიასა და დაგეგმილი სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრისას ავტომანქანების ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებზე გაამახვილა ყურადღება. „ეს არის მთელ მსოფლიოში, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკა. საუბარია ასეთ პორტატულ მოწყობილობებზე, რომლებიც მაგრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მანქანებზე და შესაბამისად, მოძრაობის პროცესში, არეალში ხვდება სხვადასხვა მანქანების სანომრე ნიშნები და ხდება მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირება. მაგალითად, საუბარია მძღოლებზე, რომელთაც შეჩერებული აქვთ მართვის მოწმობის მოქმედება. შესაბამისად, მოხდება გადამოწმება, ხომ არ მართავს იმ კონკრეტულ ავტომობილს ისევ ის მძღოლი, ასევე, სხვა ტიპის ხშირ დარღვევებში მხილებული მძღოლების გამოვლენა. ანუ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემასთან ერთად, საპატრულო პოლიციისთვის კიდევ ერთი ბერკეტი იქნება, რომ წესრიგი დამყარდეს და წესრიგი იქნეს უზრუნველყოფილი ჩვენს გზებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ დანერგოს ისეთი პლატფორმა, სადაც მოქალაქეები შეძლებენ სამართალდარღვევის ფოტო ან ვიდეო მტკიცებულებით დაფიქსირებას, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს და შესაბამისი აპლიკაციის დანერგვა წლის ბოლომდე იგეგმება. „ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი დღეს წარმოდგენილი გეგმის ნაწილია ე.წ. „კრაიმ-სტოპერის“ აპლიკაცია, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც შეესწრება გარკვეულ სამართალდარღვევას, შეეძლება ვიდეო და ფოტო გადაღების გზით, ამ აპლიკაციის მეშვეობით ატვირთოს ეს სამართალდარღვევა და შესაბამისად პოლიცია უკვე მოახდენს ამაზე რეაგირებას. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ უკვე წელს დაინერგება“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)