17:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 19:06:32, 2285 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა მიქავამ ბაჰრეინში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ ბაჰრეინის სამეფოში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მინისტერიალი ყოველწლიურად გლობალური სამეწარმეო ქსელის ფარგლებში იმართება და აერთიანებს 170-ზე მეტი ქვეყნიდან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, ინოვაციური მეწარმეების ხელშემწყობ ორგანიზაციებს და ა.შ.

მინისტერიალზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ მოხსენება გააკეთა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც საქართველო საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს.

მინისტერიალის ფარგლებში, ლაშა მიქავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთანაც განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მინისტერიალის ორგანიზატორებთან განიხილა საქართველოში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics