17:55 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 14:37:39, 2105 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მთავარი ამოცანა მომხმარებელი და მისი უფლებების დაცვაა

 „ენერგეტიკული სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი  მომხმარებელთა უფლების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინებაა და  ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს არის რეალური სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ენერგოუმბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, ენერგეტიკული ბაზრის იმ დიდ რეფორმაში, რომელსაც მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს,   მთავარი ამოცანა მომხმარებელი და მისი უფლებების დაცვაა.

 თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ ჩარჩო-კანონპროექტში, რომლის განხილვასაც უახლოეს პერიოდში დაიწყებს საქართველოს პარლამენტი, პრინციპების დონეზეა გაწერილი, რომ კანონის მთავარი მიზანი არის ევროკავშირის სტანდარტებით  უსაფრთხო, უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიისა თუ ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის.

„ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომელსაც მხოლოდ გლობალური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი არ ვიხილავთ, არამედ ეს არის მომხმარებლისთვის ენერგიის უსაფრთხო მიწოდების სინონიმი" - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, ამ პროცესში უდიდესი როლი ენიჭება ენერგოომბუდსმენის ჩართულობას.

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა  დღეს  საზოგადოებას 2018 წელს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „მომხმარებელთა უფლებები ენერგეტიკის სექტორში."

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics