|
2019-04-15 14:57:37, 1394 ნახვა
საზოგადოება
„წაგვართვით მწვანე ზონები, ხართ ინვესტორის მონები“ - საპროტესტო მსვლელობა რუსთაველზე
„ახალგაზრდა მწვანეების“ და „ვინ’მე“-ს ორგანიზებით რუსთაველის მეტროდან თავისუფლესბის მოედნამდე საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც პროტესტის ნიშნად სასწავლო დაწესებულებებში არ გამოცხადნენ, დედაქალაქში ტრამვაის მოწყობას, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენებას, ტროტუარების მანქანებისგან გაწმენდას, ჰესების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორი, ალა პარუნოვა აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტული არაა და მსგავსი საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგება.
„ის ყველაფერი, რაც ჩვენს მოთხოვნებში წერია, იმ ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარეობს, რასაც ჩვენ სულ ვეჯახებით. მაგალითად, ყოველდღე საცობებში საათობით გვიწევს დგომა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც არსებობს, საერთოდ არაა ადამიანებზე მორგებული. კეთდება გზები და ამ გზებზე ჩნდება კიდევ უფრო მეტი მანქანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის არაფერი იცვლება. ტრამვაი არის ერთადერთი ჯანსაღი გამოსავალი, რაც ძალიან დაეხმარება თბილისის ქუჩების განტვირთვას. სწორედ ტრამვაის გაყვანაა ჩვენი ერთერთი მოთხოვნა, რაც მიემართება როგორც მერიას, ასევე მთავრობას , რადგან ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო“, - აცხადება ალა პარუნოვა.
აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ გამოტანილი: „ჩვენი ფილტვები თქვენ ნელ რეფორმებს ვერ დაუცდიან“, „შენი პოლიტიკა კიბოს მმართებს“, „ჩვენ ნაგავში ვიხრჩობით, მერია - ფულში“ „ცენტრალური პარკი - თბილისს“. მსვლელობა თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს წინ დასრულდა, სადაც აქციის მონაწილეებს სვანეთიდან ჩამოსული სტუმრები შეუერთდნენ. ისინი სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობას აპროტესტებდნენ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)