|
2015-01-03 11:05:58, 4515 ნახვა
სამხედრო
მინდია ჯანელიძემ ავღანეთში ქართველ სამხედროებს ახალი წლის დადგომა მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ 2015 წლის დადგომა ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა. უწყების ინფორმაციით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას ახალი წელი მინისტრთან ერთად, მისმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. მინდია ჯანელიძემ საერთაშორისო მისიაში მონაწილე კონტინგენტს სიტყვით მიმართა, ქართველი სამხედროების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. თავდაცვის მინისტრის მილოცვის შემდეგ, ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს საქართველოდან ტელეხიდის მეშვეობით ახალი წელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)