16:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-15 13:07:55, 2185 ნახვა

ეკონომიკა
ICAO-ს მუდმივმოქმედი ჯგუფის ხელმძღვანელად საქაერონავიგაციის თანამშრომელი აირჩიეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" საჰაერო სივრცის ორგანიზების განყოფილების უფროსი - ევგენი თავაძე ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის ოფისის საჰაერო მარშრუტების განვითარების მუდმივმოქმედი ჯგუფის  თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩიეს.

ICAO-ს საჰაერო მარშრუტების განვითარების ჯგუფის რიგით 30-ე  შეხვედრა ქალაქ ტალინში, აპრილში გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა შავი ზღვის აუზის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონების ქვეყნების საჰაერო ნაკადების მიმართულებების ოპტიმიზაციის და საჰაერო მარშრუტების განვითარების შესაძლებლობები, განისაზღვრა შესაბამისი სამოქმედო გეგმები.

„დარწმუნებული ვარ, ევგენი თავაძის მუშაობა ნაყოფიერი იქნება და ის დადებით წვლილს შეიტანს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებაში. მინდა წარმატება ვუსურვო მას და მუდმივმოქმედ ჯგუფს საჰაერო მარშრუტების ქსელების განვითარების და საჰაერო ნაკადების რეგიონალური ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის საქმეში“, - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

ICAO-ს თავისუფალი საჰაერო მარშრუტების განვითარების ჯგუფი 2004 წელს შეიქმნა და წელიწადში ორჯერ იკრიბება. ჯგუფის მისია საჰაერო მარშრუტების ოპტიმიზაციის კონცეფციის შემუშავება და მისი იმპლემენტაციაა. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს, იმ ტიპის საჰაერო სივრცის შექმნას, რომლის გამოყენების დროსაც ავიაკომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, ფრენის მარშრუტის დადგენისას უმოკლესი მანძილი აირჩიონ და შეძლონ შემოსვლის და გასვლის უმოკლეს წერტილებს შორის რეისის ისე დაგეგმვა, რომ არ დაჭირდეთ საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან წინასწარი შეთანხმება და კონკრეტული საჰაერო მარშრუტის მითითება. მოკლე საჰაერო მანძილი კი თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics