16:59 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 14:13:43, 1756 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი კატარინა მატერნოვას შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების პროცესში.

ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივის შესახებ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ინფორმაციის მიღება განათლების რეფორმის შესახებ, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი მოსახლეობის ღარიბი ნაწილისთვის, რადგან სწორედ განათლებაზე გადის ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა. საქართველო კვლავ რჩება საკვანძო პარტნიორად ევროკავშირისთვის, რაც გამოიხატება ქვეყნისთვის ყოველწლიურად 120 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო დახმარებით უზრუნველყოფაში.  ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროექტისთვის სასესხო დაფინანსებასთან ერთად, საგრანტო დახმარებით ჩართულობას     ინფრასტრუქტურის,  ბიზნესის განვითარებისა და განათლების მიმართულებით“, - აღნიშნა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყანაში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით, ევროკავშირის მხრიდან გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერასა და იმ საინვესტიციო პროექტებს, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით (NIP) ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: წყალმომარაგება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სხვა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics