|
2019-04-12 14:03:46, 1894 ნახვა
პოლიტიკა
როჯერ ვიკერი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ქართველი ხალხის არჩევანს ხელს ვერავინ შეუშლის
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტად მყოფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა, სადაც საქართველო-აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. „ყოველთვის მოხარული ვარ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობით, საქართველო ამერიკის სანდო პარტნიორი და მეგობარია, ჩვენ გავქვს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა და მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე. საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ვერავინ შეუშლის ხელს ქართველი ხალხის ამ არჩევანს. ვულოცავ საქართველოს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ღია და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და დამოუკიდებელი სასამრთლოს ფორმირებას", - განაცხადა როჯერ ვიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)