|
2019-04-12 10:44:56, 2398 ნახვა
სამხედრო
საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს
საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა დამირ კრსტიჩევიჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში გააფორმეს. ხორვატიის საზღვაო ძალების შტაბბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და თავდაცვის სფეროში ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ხორვატიამ სურვილი გამოთქვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთან ინტენსიური თანამშორმლობა გააგრძელოს. ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ოცეულის გაწევრიანების მზადყოფნის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. „სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება არის პოზიტიური და 2020 წლიდან უკვე ჩვენ, მათ შორის სამხედრო პოლიციის ფორმატში, ნატოსთან ერთად სხვადასხვა მისიაში, სწავლებაში მონაწილეობას მივიღებთ, რაც კიდევ ერთხელ არის ჩვენი შესაძლებლობების აღიარება და ჩვენი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან დაახლოება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ხორვატიის საზღვაო ძალების შტაბბინაში ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის ძალების ორ სამხედრო მოსამსახურეს - კაპიტან მიხეილ შენგელაიას და ლეიტენანტ ნათია ჟორჟოლიანსაც გაესაუბრა, რომელიც ხორვატიაში ინგლისური ენის კურსზე იმყოფებიან. ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენასაც დაესწრება და სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას დაათვალიერებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)