02:13 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 17:10:05, 1716 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც "ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics