|
2019-04-11 15:12:15, 1963 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და IFC-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა მიმოიხილეს რეფორმები, რომელთა მიზანია, ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისება, ადამიანური კაპიტალის განვითარება. საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სექტორში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ჩართულობისა და ლარიზაციის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას. „შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან იყო ძალიან წარმატებული. ფინანსთა მინისტრთან განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა: ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განვითარება, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა. ვფიქრობ, აღნიშნული მიმართულებით, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან კარგი საფუძველი, რადგან საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სწორედ დამოკიდებულია მტკიცე და მყარ ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებზე“, - აღნიშნა IFC-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებითა და საკონსულტაციო მომსახურებით, საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)