|
2019-04-11 12:24:55, 1250 ნახვა
საზოგადოება
დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: მასტერკლასი და პრეზენტაცია, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები და სომელიეები დაესწრნენ, ხოლო საღამოს გაიმართა მიღება, რომელსაც ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიან უწყვეტი ისტორიის, ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებისა და ქვევრის ღვინის უნიკალურობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. ქართულმა ღვინომ ირლანდიელების დიდი მოწონება დაიმსახურა. მიღების მსვლელობისას ნაჩვენები იყო სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო". პარალელურად, გავრცელდა საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა და სუვენირები. ღვინის პროფესიონალების აზრით, ქართული ღვინის მორიგი სადეგუსტაციო ღონისძიება დუბლინში სასურველ შედეგს მოიტანს და გაიზრდება ინტერესი ქართული ღვინისადმი, იმ ფონზე, როდესაც საქართველო-ირლანდიას შორის გაღრმავდა ბიზნეს კონტაქტები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)