|
2019-04-11 12:22:33, 1420 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ხორვატიაში, ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენის ფარგლებში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენის ფარგლებში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს ხორვატიის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან და თავდაცვის მინისტრთან დამირ კრსტიჩევიჩთან შეხვედრით დაიწყებს. საზღვაო ძალების შტაბბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ კოლეგები შეხვედრას გამართავენ და საქართველოსა და ხორვატიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე იმსჯელებენ. შეხვედრის შემდეგ მინისტრების მიერ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება იგეგმება, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხით და მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობით. ქალაქ სპლიტში ვიზიტის დასასრულს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენას - ASDA 2019 დაესწრება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)