|
2019-04-11 12:02:11, 1585 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: შეუძლებელია ვატო და ჯაბა შეეგუონ იმას, რაც დღეს მმართველ პარტიაში ხდება
შეუძლებელია, რომ ვატო და ჯაბა შეეგუონ იმას, რაც ხდება მმართველ პარტიაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის საკრებულოს უმრავლესობიდან და პარტია „ქართული ოცნება“-იდან წასვლის ფაქტს. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მისთვის ჯიშკარიანისა და შაქარიშვილის გადაწყვეტლება მოულოდნელი არ იყო. „შეუძლებელია რომ ეს ორი ახალგაზრდა, რომელიც წარმოადგენს მათ შორის ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეგუებოდეს იმას, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში. შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოწონდეთ ის, რაც დღეს ხდება, როდესაც აღზევება ხდება წარსულის ძალადობრივი ელემენტების, მათი მხარდამჭერების თუ შემქმნელების, ამიტომ მათი პროტესტი არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)