|
2019-04-11 09:35:12, 1271 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ტაქსის მძღოლების საინიციატივი ჯგუფის წევრებთან მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა
დედაქალაქის მერმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსების რეფორმის დეტალები კიდევ ერთხელ გააცნო და იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს. კალაძის განცხადებით, აუცილებელია ამ მხრივ ქალაქში არსებული მდგომარეობა მოწესრიგდეს და განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი იყოს როგორც საზოგადოება, ასევე მძღოლები. „მერიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც მართლა გული შესტკივა თბილისზე და ცდილობს მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებას. ჩვენ გვესმის თქვენი პრობლემები, ვითვალისწინებთ არსებულ სოციალურ ფონს და აქედან გამომდინარე, ვეცადეთ, რეფორმა ყოფილიყო უმტკივნეულო და რაც მთავარია, უდანახარჯო მძღოლებისთვის. მიმდინარე რეფორმა მიზანად ისახავს, მოწესრიგდეს ტაქსით მომსახურება. ეს გააუმჯობესებს, როგორც თქვენი- დასაქმებული მძღოლების სოციალურ მდგომარეობას, ასევე ამ საქმიანობას პრესტიჟულს გახდის და რაც მთავარია, გვეყოლება მეტი კმაყოფილი მგზავრი,“-განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თბილისის მერს ტაქსის მძღოლების შენიშვნები და წინადადებები გააცნეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ არიან რეფორმის მოწინააღმდეგეები, თუმცა მერიისგან რეგულაციების ეტაპობრივად ამოქმედებას ითხოვენ. „ჩვენ არ ვართ რეფორმის მოწინააღმდეგეები და მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ არსებული სიტუაცია უნდა მოწესრიგდეს და ტაქსები პროფესიონალი მძღოლებით იყოს დაკომპლექტებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც თეთრი ფერის დედაქალაქის ტაქსი მოდის, მათ პროფესიონალი მძღოლები მოემსახურებიან. არ უნდა იყოს ისე, რომ გაჭირვების ფონის გამო ყველას უნდოდეს ტაქსზე მუშობა. A კატეგორიის ტაქსი ერთ-ერთი პრესტიჟული სამსახური იქნება, შესაბამისად, B კატეგორიის მძოლებმა სათანადო სწავლება უნდა გაიარონ“, - განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, მძღოლმა გიორგი თათულაშვილმა. თბილისის მერი საინიციატივო ჯგუფის წევრებს დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში მათთან მორიგ სამუშაო შეხვედრას გამართავს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)