|
2019-04-10 18:06:22, 1844 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია მსოფლიოს ერთ-ერთი მასშტაბური ტურისტული გამოფენის ITB Berlin - ის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მმართველ მენეჯერებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს აღნიშნული გამოფენის ფარგლებში საქართველოსთვის გამოფენის ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით. შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. გერმანელი სტუმრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებენ თბილისსა და მცხეთას, ეწვევიან თელავს, წინანდალს და სიღნაღს. ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა-ბაზრობაზე ITB Berlin-ის ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 10 ათასი კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენას დაახლოებით 170 ათასი სტუმარი ჰყავს. გამოფენაზე საქართველო ყოველწლიურად არის წარდგენილი.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)