|
2019-04-09 13:11:29, 1315 ნახვა
საზოგადოება
ლიეტუვის საელჩო 9 აპრილზე: ლიეტუველებისათვის მსგავსი ერთიანობის განცდა ნაცნობია - ჩვენც მოგვიწია თავისუფლებისთვის მსხვერპლის გაღება
ლიეტუვას საელჩო საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას განცხადებით ეხმაურება. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 9 აპრილი საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყია. "30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როცა საქართველო შეეჭიდა საბჭოთა რეპრესიებს და მტკიცედ დადგა თავისუფლებისათვის, რაც აღმოჩნდა კიდეც საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი - სამწუხაროდ ამ ყველაფერს 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი მსხვერპლი უშედეგო არ ყოფილა - 2 წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ლიეტუველებისათვის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად ნაცნობია, რადგან 1991 წლის 13 იანვარს, ლიეტუვაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მასაც მოუწია მსხვერპლის გაღება თავისუფლების სადარაჯოზე. ამ მოვლენებიდან ათეულობით წლის შემდეგ მნიშვენლოვანია ერთი რამ - მუდმივად გვახსოვდეს, თუ ვის უნდა ვუმადლოდეთ დღევანდელ თავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)