|
2019-04-09 10:57:42, 1250 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. „9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ის ისტორიული ფურცელია, რომელმაც მსოფლიოს ქართველი ერის აბსოლუტური ერთიანობის შესაშური მაგალითი უჩვენა. ეს დღე ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვის, ერთიანობის, თავისუფლების, მადლიერების და სიხარულის დღედ იქცა. უიარაღოდ, შიშველი ხელებით, იდეისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები. მთელი საქართველო დღეს მუხლს იყრის მათი უმანკო სულების ხსოვნის წინაშე. 9 აპრილი ჩვენი ერის ცოცხალი მეხსეირების გამოძახილია, რომელიც არასოდეს მინავლდება. ისტორია, რომელშიც ლომის წილი ჩვენს ბრწყინვალე ახალგაზრდობას მიუძღვის. 1989 წლის 9 აპრილიდან განვლილმა პერიოდმა დამოუკიდებლობის შეგრძნებამ ბევრი სიხარული მოგვიტანა. ამ დღემ დაგვანახა, რა ძალა აქვს ერის საყოველთაო ერთიანობას, რომელიც ყოველ ჩვენგანს მადლიერებით ავსებს და ახლო მომავალში გაერთიანებულ საქართველოს მომავლისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)