|
2015-06-24 10:52:13, 2323 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი: არ ვისურვებდი შსს-ს მდგომარეობაში ყოფნას იმ ხარჯის გამო, რომლის გაღებაც მათ ამ ვერტმფრენების გამოსაყენებლად მოუწევთ
"არ ვისურვებდი შსს-ს მდგომარეობაში ყოფნას იმ ხარჯიდან გამომდინარე, რომლის გაღებაც უწყებას ამ ვერტმფრენების გამოსაყენებლად მოუწევს",-ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის გადაწყვეტილებას. „არ ვისურვებდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მდგომარეობაში ყოფნას, იმ ხარჯიდან გამომდინარე, რომელიც ამ ვერტმფრენების, რაიმე ტიპის პოლიციური, ან სამაშველო ხასიათის ღონისძიებისთვის გამოსაყენებლად მოუწევს გაიღოს უწყებამ,“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. უწყების ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახლა შსს-სა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ვერტმფრენების გადასაცემად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)