10:07 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 14:02:50, 1831 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა ვოლსკის - კობახიძე წავიდა მივლინებაში და შეგატოვათ პასუხისმგებლობა არაუფლებამოსილი სხდომა წაიყვანოთ

სამწუხაროა, რომ ირაკლი კობახიძე მალულად წავიდა მივლინებაში და თქვენ შეგატოვათ პასუხისმგებლობა, რომ არაუფლებამოსილი სხდომა წაიყვანოთ“, - ამ სიტყვებით ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის ერთ-ერთ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა იმ მიზეზით, რომ დეპუტატებს პულტის ღილაკები აერიათ, სირცხვილია.

მოგმართავთ თქვენ (გიორგი ვოლსკი), როგორც სხდომის წამყვანს, რომ დღევანდელი სხდომა გაუქმდეს, მით უმეტეს თუ სხდომის დღეს ჩატარების მიზეზი ის არის, რომ ბატონი კობა გვენეტაძე მივლინებაში აპირებდა წასვლას. მემგონი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხალხის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა ავალია, რომ პარლამენტში მოვიდეს მაშინ, როდესაც სხდომა იქნება უფლებამოსილი. თავისთავად, ის, რომ რიგგარეშე სხდომა ინიშნება იმის გამო, რომ დეპუტატები პულტის ღილაკებს ვერ არჩევენ, ჩემი აზრით, სირცხვილია და ამ მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინოა პარლამენტარიზმის ისტორიაში“, - მიმართა თიკა ბოკუჩავამ გია ვოლსკის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics