|
2019-04-08 13:38:19, 1749 ნახვა
პოლიტიკა
„სხდომა არალეგიტიმურია“ - პარლამენტში დეპუტატების ნაწილს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ
პარლამენტში, სადაც რიგგარეშე პლენარული სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უნდა მოუსმინონ, სხდომა ხმაურით დაიწყო. მიზეზი კი, დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებია, რომელთა თქმითაც, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ. დეპუტატები ეჭქვეშ აყენებენ დღევანდელი სხდომის ჩატარების ლეგიტიმურობას და საპრეცედურო კომიტეტის შეკრებას ითხოვენ. „ზოგადად, დამოუკიდებელი დეპუტატები ვართ, სად უნდა გაგვეგო, ვინ უნდა შეწუხებულიყო, რომ ჩვენ გაგვეგო დღევანდელი სხდომის შესახებ. ჩვენ გვაქვს პარლამენტის mail, სადაც არ არის მოსული არავითარი ინფორმაცია, გვაქვს sms მოდის, parliament.ge, არც აქ არ არის არაფერი მოსული და როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ ადამიანებმა. პირდაპირ წერია, რომ როგორც კი პრეზიდენტი გამოაცხადებს 48 საათით ადრე, დაუყოვნებლივ უნდა გვეცნობოს დეპუტატებს. მაინტერესებს, რომელი მუხლით არის მოწვეული, იმიტომ, რომ ჩვენ სულ ყველა ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში. დღეს მე მოვედი კომიტეტის სხდომაზე და გაირკვა, რომ შემთხვევით არის პლენარული სხდომა. პარლამენტის თავმჯდომარე მივლინებაში, ჩვენ დამოუკიდებელი დეპუტატებს არც მივლინებაში გვიშვებთ“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ. ამასთან, როგორც პარლამენტის ერთ-ერთმა სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის საიტზე იყო გამოქვეყნებული.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)