|
2019-04-08 11:07:42, 1361 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: ზესტაფონის მომავალი მერისთვის ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება
„დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში გიორგი გოგლიჩიძესთან თანამშრომლობა ყველა კუთხით ნაყოფიერი იქნება“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის წარდგენაზე. დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა ჯანსაღ გარემოზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ერთერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. „მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერმა ჯანსაღი გარემო ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ზესტაფონისთვის გარემოს სავარაუდო მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ამასთან დაკავშირებით არის მუდმივი მსჯელობა, იდგმება ქმედითი ნაბიჯები. მე უკვე მქონდა წინასწარი კონსულტაცია ბატონ გიორგისთან ამ თემაზე. ჩვენ ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება გვაქვს ამ საკითხზე, რომ ზესტაფონის მომავალი მერისათვის გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. აქტუალურია ბევრი მიმართულება, სოციალური, ჯანდაცვა, მაგრამ ზესტაფონისთვის, როგორც ინდუსტრიული ქალქისთვის გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი თემაა“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა შუალედური არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების როლი და ფუნქცია მნიშვნელოვნად იზრდება. „ეს აღარ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, მხოლოდ გზების მშენებლობები და წყალგაყვანილობის მოწესრიგება. ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ერთმანეთის ძალისხმევის გაძლიერება იმისთვის , რომ თითოეულმა თქვენთაგანმა იგრძნოს გაუჯობესება. მჯერა, რომ ამ ადამიანთან ერთად მივაღწევთ კონკრეტულ წარმატებას ამ თანამშრომლობაში. წარმატებას ვუსურვებ გიორგი გოგლიჩიძეს!“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)