|
2019-04-06 14:18:15, 1589 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა [ვიდეო]
„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა. კანდიდატის წარდგენას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებაზე ზუგდიდის მოქალაქეებს სიტყვით პრემიერმა მიმართა. როგორც მან აღნიშნა, გეგა შენგელია ზუგდიდის მერობის უალტერნატივო კანდიდატია. „თქვენივე რჩევით და რეკომენდაციით, „ქართულმა ოცნებამ“ შევარჩიეთ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გეგა შენგელია. ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი. ჩვენ ის შევარჩიეთ სამი პრინციპის გათვალისწინებით: პირველი - გეგა არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლა უნიკალური გამოცდილება. მოდით ვკითხოთ ჩვენს თავს - რა სჭირდება დღს ზუგდიდს, დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და იმ ყველა პრობლემის დროული მოგვარება, რომელიც არის ქალაქში. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს. მეორე - გეგა არის სუფთა პროფესიული წარსულის მქონე ადამიანი, რაც ჩემთვის პირადად, ისევე როგორც თქვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გეგა ამ თვალსაზრისითაც არის უალტერნატივო კანდიდატი. მესამე და ყველაზე მთავარი - გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა ტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ის. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული ზუგდიდელი, მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს, რაც არის „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია. ღმერთმა დალოცოს ეს ულამაზესი კუთხე და საქართველო“, - მიმართა ბახტაძემ მხარდამჭერებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)