|
2019-04-05 16:51:34, 1899 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: 2019 წელს საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას ვგეგმავთ
2019 წელს საქართველოში ვგეგმავთ საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას, რომელიც, იმედი გვაქვს, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება როგორც ჩვენი კერძო სექტორის, ასევე მთლიანად, ეკონომიკის განვითარებისთვის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბულგარეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო კომისიის მუშაობაში და შეხვედრები გამართა ბულგარეთის ეკონომიკური პროფილის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან. გიორგი ქობულიამ ასევე ხაზი გაუსვა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოსა და ბულგარეთის სავაჭრო პალატებს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ბულგარეთის ანალოგიურ სტრუქტურას შორის გაფორმდა. „ეს მემორანდუმები ჩვენს ბიზნესებს მისცემს საშუალებას, რომ გააღრმავონ ერთმანეთთან დიალოგი. ვგეგმავთ ბიზნესფორუმის ჩატარებასაც 2019 წელს. ბიზნესურთიერთობის ფარგლებში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვხედავთ ისეთ სფეროებში, როგორიც არის, მაგალითად, ტექსტილის წარმოება, რაშიც ბულგარეთს აქვს დიდი გამოცდილება და შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთობლივი საწარმოები. ასევე დიდ პოტენციალს ვხედავთ ავეჯის წარმოებაში, რაშიც ასევე განსაკუთრებულად ძლიერია ეს ქვეყანა და ვფიქრობ, ბულგარული და ქართული კომპანიების ერთობლივი მუშაობა მოგვცემს საშუალებას, უფრო ადვილად შევიდეთ საექსპორტო ბაზრებზე. მესამე - ეს არის სოფლის მეურნეობა. მაგალითად, ამ სექტორში ხელი მოეწერა ტექნიკური თანამშრომლობის დოკუმენტს ეთერზეთების წარმოებაში. ადრე ამ პროდუქტის ძალიან მსხვილი მწარმოებელი იყო საქართველო და შემდეგ ეს სექტორი გაქრა. ბულგარეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა ტექნიკური ექსპერტიზით და ჩვენ კომისიის სხდომის ოქმშიც დავაფიქსირეთ სურვილი, რომ მათი ხელშეწყობით, ეთერზეთების წარმოება აღვადგინოთ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულიამ ბულგარეთში ვიზიტი და ერთობლივი კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასა. „მთლიანობაში, ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო და იმედი გვაქვს, საქართველოსა და ბულგარეთის ურთიერთობები არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ სხვა მნიშვნელოვან სექტორებშიც კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს" - აღნიშნა მინისტრმა.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)