22:56 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 16:39:41, 1560 ნახვა

კომენტარი
გიორგი კახიანი - როდესაც კვლევაში პირდაპირ კლანზე მიუთითებ, ეს გულისხმობს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას

„როდესაც კვლევაში პირდაპირ კლანზე მიუთითებ, ეს გულისხმობს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო და წესების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას.

„ვფიქრობ, ეს არასწორია, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ. ამავდროულად, ასეთი კვლევის შედეგებიც, ბუნებრივია, ძალიან დიდი ალბათობით რელევანტურად ვერ ასახავს საზოგადოების განწყობას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მაგალითად დეპუტატი „საერთაშორისო გამჭვირვალობის" თბილისის ოფისის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევას იხსენებს, რომელშიც, მისი თქმით,  საუბარი იყო იმაზე, თითქოს საქართველო კორუფციის ჭაობშია ჩაძირული.

„ეს მაშინ, როდესაც  „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ვაშინგტონის ოფისის მერ ჩატარებული ანალოგიური კვლევიდან გამომდინარე საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი  გაუმჯობესებულია, ანუ ამ თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილებები არის.  დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ტარდება კვლევა, რა კითხვებია დასმული. არასწორად დასმული კითხვებიდან საზოგადოების განწყობაც შესაძლოა არარელევანტური იყოს“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics