2015-06-23 19:53:54, 426 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ, თინა ხიდაშელი ბრიუსელში მიემგზავრება
ხვალ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში მიემგზავრება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას და ევროპის პარლამენტში შეხვედრებს გამართავს.
უწყების ცნობით, ხიდაშელი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელშიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან