|
2019-04-05 14:40:58, 1836 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე „თიბისის“ საქმეზე - ეს რეგულატორებისათვის რიგითი, კლასიკური საზედამხედველო შემთხვევაა
გვქონდა მოლოდინი, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი შემთხვევა რეგულატორებისათვის რიგითი, კლასიკური საზედამხედველო შემთხვევაა. „ჩემთვის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და მდგრადობაზე, საკმაოდ უჩვეულოა მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბარი, ვინაიდან ვსაუბრობ ზედამხედველობის ერთი კონკრეტული სუბიექტის მიმართ გატარებულ საზედამხედველო ღონისძიებებზე, რომელთა გატარებასაც კანონი და მანდატი გვავალდებულებს და რომლის მსგავსი, შინაარსობრივადაც და ტექნიკურადაც, ეროვნულ ბანკს ადრეც განუხორციელებია. დღესაც ვთვლი, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიებების პარლამენტის ტრიბუნიდან განხილვა მიზანშეწონილი არ არის. 21 თებერვალს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ და ჩვენს ვებგვერდზე, ამ საზედამხედველო ზომებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ, რომლითაც საქმეში ჩადეულ ადამიანებს, ვისაც საკითხი ესმის, საქმის არსი ნათელი გახდა. დავიწყოთ იმით, რომ მსგავსი შემთხვევა რეგულატორებისათვის რიგითი, კლასიკური საზედამხედველო შემთხვევაა, მაგრამ ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის ცნობილ და ამავდროულად მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს ეხებოდათ, ამიტომ ნამდვილად გვქონდა მოლოდინი, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა. თუმცა, ეს გარემოება არ გვაძლევდა იმის უფლებას, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა სერიოზულ დარღვევებზე, ვინაიდან სწორედ დაფიქსირებულ ფაქტებზე თვალის დახუჭვა იქნებოდა ეროვნული ბანკის მანდატის შეუსრულებლობა, რაც შეარყევდა ნდობას, როგორც ჩვენი ისე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედეთ დამოუკიდებლად და ცივი გონებით. გავაკეთეთ ის, რაც აუცილებელია საფინანსო სექტორის განვითარებისათვის, რაც ყველა პარამეტრის მიხედვით, იყო სწორი და არა ის, რისი გაკეთებაც პოპულარული და ძალიან ადვილი იქნებოდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)