|
2019-04-05 13:58:31, 1720 ნახვა
პოლიტიკა
დარბაზში ხმაურის გამო, პარლამენტმა სკოლის გამოცდების გაუქმების კანონპროექტი ჩააგდო
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო. საკითხი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის მისაღებად კი, 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ ხმაურის გამო გაუგებრობა მოხდა და დეპუტატებმა ვერ გაიგეს, თუ რომელ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი. კობერიძემ კობახიძეს განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება სთხოვა, რაზეც ირაკლი კობახიძემ განახადა, რომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა. „არგუმენტი არ არის ხმაური. არც ამ შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)