08:59 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 12:51:55, 1617 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ოფიციალურმა თბილისმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს და წინ წაწიოს თავისი გაწევრიანების საკითხი, - ამის შესახებ ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„ჩვენ ამ სიტუაციას ვაკვირდებით, რათა მაქსიმუმი გამოვიტანოთ. არსებობს ლოგიკა, რომ ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიდის და ევროპა უნდა, არ უნდა მოეპყრონ იმაზე ნაკლებად, ვიდრე იმ ქვეყანას, რომელიც ევროპიდან გადის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ყოველდღიურ რეჟიმში პროვოკაციებს აწყობს, თბილისს თავისი მტკიცე განწყობა, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, არ შეუცვლია. 

მან აგრეთვე ნათოს-თან თანამშრომლობასა და ალიანსში გაწევრიანებაზეც ისაუბრა. 

"სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ. თუ MAP-ს [წევრობის სამოქმედო გეგმა] მივიღებთ, ყველამ იცის, რომ ორ თვეში მზად ვიქნებით", - დასძინა ქვეყნის პრეზიდენტმა. 

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმზე დასწრებას, მათ შორის პრეზზიდენტ ვლადიმერ პტუინთან შეხვედრას არ აპირებს.

"შენ ვერ გექნება ფორმალური ან არაფორმალური დიალოგი ქვეყანასთან, რომელსაც შენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, თუ არ არის ის ნიშნები, რომ რაიმე იცვლება და ამ ეტაპზე ასეთი ნიშნები არ არსებობს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics