|
2019-04-05 12:27:32, 1832 ნახვა
ეკონომიკა
ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრი: საქართველოსა და ბულგარეთს შორის საჰაერო ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობები უნდა მოვიძიოთ
„ბევრ ბულგარელს სურს ეწვიოს საქართველოს და ვიცი, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც სურს ეწვიოს ბულგარეთს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მანძილის სიმცირის მიუხედავად მგზავრობა ხანგრძლივი, მარშრუტი კი გრძელია. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიძიოთ საჰაერო ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ ჩვენს საჰაერო კომპანიებს, აღმოვფხვრათ ეს ნაკლოვანება ორმხრივი ან სამმხრივი ძალისხმევით, რეგიონში დაინტერესებული მესამე ქვეყნების ჩართულობით“, - ამის შესახებ ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი ქობულია ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც უხელმძღვანელებს საქართველო - ბულგარეთის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომას, რომელიც 5 აპრილს გაიმართება. „შეხვედრაზე ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ ბულგარეთისა და საქართველოს შორის შავი ზღვის გავლით სატრანსპორტო დერეფნების გაუმჯობესების შესახებ, საბორნე გადაზიდვების განვითარებაზე როგორც მგზავრების, ისე მგზავრების გადაყვანის კუთხით, ასევე იმ სექტორების განვითარებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტის განვითარებასთან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ უკეთეს კავშირებზე, სპარსეთის ყურის დერეფნის განვითარებაზე შავი ზღვის გავლით, რადგან საქონლის თავისუფალი გადაადგილება ეკონომიკური განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)