09:00 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 11:11:15, 1369 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკის კონგრესში წარდგენილ ნატო-ს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ რეზოლუციაში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი

აშშ-ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან ერთად აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში ნატო-ს დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია წარადგინა.

საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტში, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ეძღვნება, საუბარია საქართველოსა და ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაზე.

 „ნატომ გასწია ძალისხმევა, რათა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის აგრესია, მის მიერ საქართველოსა და უკრაინაში უკანონო შეჭრის და ოკუპაციის საპასუხოდ. ნატო განაგრძობს ნატო-ში ევროპის ქვეყნების გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკას, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ევროპაში თავსიუფლების, დემოკრატიის, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშრისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეულ ძალისხმევას კონგრესენმა კონოლიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროსაც. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველო-ს ნატოში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მისი განცხადებით, ნატო მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას, რომლიდანაც ერთ-ერთი უკავშირდება კოლექტიურ თავდაცვას, ხოლო მეორე საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ განვითარებას, გამოხატვის თავისუფლებას, სამართლის უზრუნველყოფას და საქართველო ასეთი ქვეყანაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics