|
2019-04-05 10:36:47, 1700 ნახვა
სამართალი
შსს-მ უაქციზო სიგარეტის ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ უაქციზო სიგარეტის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები - 1994 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ნ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)