05:43 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 19:16:05, 1228 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის დაფინანსებით შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და უკრაინისა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საექსპეტო-კრიმინალისტიკური ახალი აღჭურვილობა მიიღო.

პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს სპეციალური აღჭურვილობისა და კომპლექტაციის ორი მიკროავტობუსი გადმოეცა, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვულ-რადიაციული საფრთხეების აღმოჩენის, იდენტიფიცირებისა და გაზომვების სპეციალური ლაბორატორიულ სისტემებს მოიცავს.

აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, მოხდეს ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვულ-რადიაციული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შემცველი შემთხვევის ადგილის დათვალიერება და მტკიცებულებების ამოღება-დამუშავება. ასევე, აღჭურვილობა მოიცავს სპეციალურ ლაბორატორიულ სისტემებს, სწრაფი იდენტიფიცირების ტესტებს, რადიაციის ფონის განმსაზღვრელ დოზიმეტრებს და სხვა სპეციალურ საშუალებებს, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია აღნიშნული საფრთხეების აღმოჩენა და იდენტიფიცირება.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურ მიკროავტობუსებში დამონტაჟებული ქიმიური და რადიაქტიული ნივთიერებების მაიდენტიფიცირებელი ხელსაწყოები, საშუალებას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ შემთხვევის ადგილზევე ჩატარდეს პირველადი კვლევა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics