08:59 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 16:01:16, 1348 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორიამ პარლამენტში მრავალეროვნული სწავლებების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა

პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ბოლო წლებში განხორციელებულ ერთობლივ მრავალეროვნულ სწავლებებზე გაამახვილა.

იზორიამ აღნიშნა, რომ ერთობლივ სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“ უპრეცედენტოდ იზრდება მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და არსებობს პროგრესი აღნიშნული სწავლების ფარგლებში.

„გასული წლის დეკემბერში, აშშ-ის ერთ-ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ასეულის სახით, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩაატარა საკუთარი მზადყოფნის გეგმის შესასრულებლად და შესაფასებლად სწავლებები. რაც გვაძლევს საფუძველს, რომ სტრატეგიულ კონტექსტში, მეტი ნატოს პრინციპის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვიფიქროთ, როგორც აშშ-ის, ისე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები როტაციის პრინციპის საფუძველზე გადიოდნენ ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტ სწავლებას საქართველოში. სწორედ, ეს არის გაწევრიანებამდე ყველაზე სწორი პოლიტიკა საქართველოში მეტი ნატოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის “, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics