|
2019-04-04 15:01:25, 1251 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია: მადლობა პარლამენტის ყველა წევრს იაკობ გოგებაშვილის დიდი საქმის და „დედაენის“ მხარდაჭერისთვის
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, "დედაენის" საკითხზე მომზადებული კანონპროექტის თანაავტორი ზაზა გაბუნია "დედაენის" კანონპროექტის მეორე მოსმენის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. "მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არსებობენ "დედაენის" მოწინააღმდეგეები და მოძულეები და ეს ხალხი საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტმა და მისმა უმრავლესობამ დღეს უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ გადაწყვეტილება "დედაენის" საკანონმდებლო მხარდაჭერისთვის, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ "დედაენა" სკოლებში შევიდეს და დამკვიდრდეს. კანონმდებელმა ამ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს. პროცესში ჩაერთვება ყველა ის სუბიექტი, ვისაც აქვს ამ საკითხში კომპეტენცია და გამოცდილება, პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რათა შედეგად მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მონაწილეობით ნამუშევარი პროდუქტის სახით დაიდოს ნამდვილი, იაკობ გოგებაშვილის "დედაენა", რასაც ელის საზოგადოება და რაც არის დიდი და მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე. სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში და პარლამენტში არიან ადამიანები რომლებიც ამ დიდ საქმეს ხელს უშლიან. მეორეს მხრივ, მინდა მადლობა ვუთხრა პარლამენტის ყველა წევრს იაკობ გოგებაშვილის დიდი საქმის და "დედაენის" მხარდაჭერისთვის."
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)