08:59 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 14:39:28, 1415 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა იზორიას: ეთანხმებით თუ არა ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ცხინვალი?!

მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვიპასუხეთ, ეთანხმებით თუ არა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ცხინვალი, - ამ კითხვით ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ თავდავცის მინისტრს ლევან იზორიას მიმართა, პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათი“ მიმდინარეობს.

ბოკუჩავამ ასევე მინისტრს ჰკითხა, რატომ ვერ გახდა „დელტა“ რენტაბელური პროექტი, როცა ის სამხედრო ტექნიკას 2012 წელსაც კი აწარმოებდა.

რატომ დაშალეთ და მოკვეთეთ ბრიგადიდან მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონი, რომელშიც მსახურობდა გმირი გიორგი ანწუხელიძე. ხომ არ იყოს ეს პირდაპირ რუსთის დავალება იმიტომ რომ, სწორედ ამ ბრიგადამ მიაყენა გენერალ ხრიულოვს ჭრილობა და ამისთვის ხომ არ იყო რუსეთისგან დავალებული, რომ ეს ბრიგადა დასჯილიყო.

ეთანხმებით თუ არა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს მძინარე ცხინვალი - ან კი ან არა. ძალიან გთხოვთ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვიპასუხოთ“, - მიმართა ბოკუჩავამ იზორიას.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics