09:00 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 11:35:52, 1351 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ქობულია ბულგარეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

4-5 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბულგარეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მუშაობაში.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ქობულიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრთან ემილ კარანიკოლოვთან, აგრეთვე ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების მინიტრთან როსენ ჟელიაზკოვთან.

5 აპრილს გაიმართება  საქართველო - ბულგარეთის  სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-6 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეულ მიმართულებებს და სამომავლო პრიორიტეტებზე შეთანხმდებიან. ასევე დაგეგმილია კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს  ბულგარეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც ან უკვე საქმიანობენ საქართველოში, ან აქვს დიდი ინტერესი, მოახდინონ კაპიტალის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.  

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics