|
2019-04-03 19:46:15, 1331 ნახვა
პოლიტიკა
რატომ გადადგა არჩილ ხაბაძე - „TV პირველი“ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს
„TV პირველი“ ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძისა და უცნობი პირის სატელეფონო საუბარია ასახული. ჩანაწერში, სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოუწია. ხაბაძე აცხადებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური რეიტინგი დაუწუნა. ის ასევე აჭარის მთავრობის კიდევ ერთ ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძესა და ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს ახსენებს. გთავაზობთ ჩანაწერის ნაწყვეტის სტენოგრამას: უცნობი - მერე ბიძინამ არ იცის თუ არ ეუბნებოდი ? არჩილ ხაბაძე - ხო ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი ვიტყოდი აბა არ ვიტყოდი ? არ დადგა ეხლა, იქამდე ვერ, არ აქონდათ, მერე გიორგისთან თქვეს, ჩვენ რომ აჭარა მოვიგოთო ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო. ბიძინა რომ ველაპარაკე ბათუმში არ გვაქვსო, მე ვუთხარი ბათუმში რატომ მაქვს დაბალი და ქობულეთში ნორმალური და ზედა რეგიონებში ძაან მაღალი, იმიტომ რომ ერმაკოვი შემოგვტენეს ყ.. არ მემორჩილება მე ვუთხარი და აკეთებს მისებურად. უცნობი - ერმაკოვს კიდევ მილიონები აქვს გადარიცხული... არჩილ ხაბაძე - მე ვუთხარი რეალობა სახეზეა, აბა ზედა რაიონებში ხელვაჩაურში და ქობულეთში ნორმალურია, მაინც საქმე კეთდება ეხლა და, ნუ ბათუმი მთავარიაო და ეს იყო მიზეზი. ბიძინას რომ ველაპარაკე ეფექტურობა უნდა გავზარდო აჭარაშიო, მერე დაემთხვა ეს ბულვარის თემაც და... დეპუტატები ისე ამბობდნენ, რომ პრემიერს უნდა ვუთხრათო, ერთმა დეპუტატმა მითხრა და ეტყობა იგიც და არაა გამორიცხული ამის ნაჩალიჩარი იყოს. უცნობი - ვისი ? არჩილ ხაბაძე - თვითონ პატარაძის, მისი უკანა ფლანგებით და... უცნობი - ვისი ? პატარაძის ? არჩილ ხაბაძე - ხო
ცნობისთვის, ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)