|
2019-04-03 18:57:34, 1311 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: დასტურდება, რომ საარჩევნო კამპანიის დროს „რუსთავი 2“-სა და ენმ-ს შორის ზღვარი წაშლილი იყო
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ რუსთავი 2 ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო როგორც მხარე. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ,,კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ რუსთავი 2 საარჩევნო პერიოდში პრაქტიკულად სტანდარტების დარღვევით საქმიანობდა ნაციონალური მოძრაობის და მისი კანდიდატის, ბატონი ვაშაძის სასარგებლოდ. საუბარია მილიონზე მეტი ლარის ღირებულების პოლიტიკურ რეკლამაზე, რომელიც ასევე დარღვევით არის გაკეთებული. კიდევ არის საკმაოდ მძიმე დასკვნები, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ რუსთავი 2 როგორც მხარე ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში. ამ ანგარიშის მიხედვით დასტურდება ის, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ პრაქტიკულად, რუსთავი 2-სა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ზღვარი იყო წაშლილი, თუ რომელი რომლის სატელიტია, ამაზე კიდევ შეიძლება მსჯელობა",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)