|
2019-04-03 18:24:43, 1293 ნახვა
პოლიტიკა
მარშანია ჩუგოშვილს - შთაბეჭდილება მექმნება, რომ გამრუდებული ფასეულობები გაქვთ
„შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ გაქვთ ფასეულობები გამრუდებული“, - ამ სიტყვებით „პარტიორთა ალიანსის“ დეპუტატმაა ადა მარშანიამ პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. მარშანიას განმარტებით, ჩუგოშვილი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ საკითხზე აზრს აფიქსირებენ. „სრული შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ თავად გაქვთ ფასეულობები გამრუდებული და თქვენი ფასეულობები ჩვენს ფასეულობებს არ ემთხვევა. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი დღევანდელი აგრესული რეაქცია სწორედ ამაზე მეტყველებს?! თქვენ თავად აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ ადამიანებს, რომლებიც ამ აქტუალურ თემაზე მსჯელობენ და საკუთარ აზრს აფიქსირებენ“, - მიმართა მარშანიამ ჩუგოშვილს. საპასუხოდ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ განცხადებაზე პასუხის გაცემას არ აპირებდა, რასაც ადა მარშანიას გაღიზიანება მოჰყვა. „დამშვიდდით ქალბატონო ადა, მე არ ვაპირებ თქვენთვის პასუხის გაცემას, ადგილიდან ყვირილი არ არის კარგი საქციელი“, - უპასუხა ჩუგოშვილმა მარშანიას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)