|
2015-06-23 16:08:26, 5145 ნახვა
კულტურა
ლიტერატურული ფესტივალი ”ინსომნია” წელს ბათუმში გაიმართება
ლიტერატურული ფესტივალი ”ინსომნია”, რომელიც წელს მესამედ ტარდება, ბათუმში გამართება. მას მაღაზია და გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში” უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ფობიოგრაფია (პროზაული ნაწარმოები, რომელიც შიშებზე მოგვითხრობს) 2015 წლის 5 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: fest.insomnia@gmail.com ჟიური შეარჩევს შვიდ მონაწილეს, რომლებიც 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე, თითო ღამით ჩაიკეტებიან მაღაზიაში ”წიგნები ბათუმში” და შექმნიან ფენტეზის, ფანტასტიკის, მისტიკის ან ჰორორის ჟანრის პროზაულ ნაწარმოებებს. გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში” მოამზადებს და დაბეჭდავს კრებულს, რომელშიც ფესტივალის ფარგლებში დაწერილი მოთხრობები შევა. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ფენტეზის, ფანტასტიკის, ჰორორისა და მისტიკის ჟანრების პოპულარიზაციასა და განვითარებას საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)