|
2019-04-02 16:54:45, 1406 ნახვა
კომენტარი
გუგული მაღრაძე: კანონიდან სიტყვა „ლიბერალის“ ამოღება ნიშნავს, რომ ქვეყანამ ილია ჭავავაძის გზას გადაუხვია
„ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას არ ეთანხმება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ტერმინის ამოღება ნიშნავს, რომ ქვეყანამ ილია ჭავჭავაძის გზას გადაუხვია. „ეს არის გაუგებრობა და გაუცნობიერებლობა იმისა, რას ნიშნავს ლიბერალური დემოკრატია. ლიბერალურ დემოკრატიას მთელი დასავლური ცივილიზაცია ეყრდნობა. ჩვენთვის, როგორც ამ ცივილიზაციის ნაწილისთვის, განათლების სისტემაში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებაზე ახალი თაობის აღზრდა მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ილია ჭავჭავაძე, რომელიც იყო ქართული საზოგადოების სინდისი და გონება, იყო მთავარი ლიბერალი. თავის დროზე მას ლიბერალიზმის გამო ებრძოდნენ, მაგრამ შემდეგ წმინდანად აღიარეს. მიმაჩნია, რომ თუ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს არ დავუჭერთ მხარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ილიას გზას ვერ მივყვებით“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებასაც მოიცავს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას დღეს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა უპასუხა და აღნიშნა, რომ კომიტეტს ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ მიუღია. დეპუტატის განმარტებით, კომიტეტი იხილავდა ინიციატივას, რომლის მთავარი, პრინციპული მიზანი ზოგადი განათლების კანონის მესამე მუხლის ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის 29-ე მუხლთან დაახლოვებაა. მისივე თქმით, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ჩანაწერის ამოღებას კომიტეტი მხარს არ დაუჭერს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)