|
2019-04-02 13:14:45, 1078 ნახვა
საზოგადოება
ზარდიაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი სამშენებლო კომპანია „დირსის" დასახლებაში უკანონოდ შეჭრილი დევნილების საკითხს ეხმიანება. მისი თქმით, ამ დევნილების 15 % უკვე დაკმაყოფილებულია, 10% საერთოდ არ არის დევნილი , ხოლო 60 %-ს რეგისტრაცია აქვთ რეგიონში და თბილისში რეგისტრირებულნი არ არიან. „მინდა გამოვეხმაურო ისანში, „დირსის“ დასახლებაში მიმდინარე პროცესებს. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრისის უზრუნველყოფა და სწორედ ამისთვის, ჩვენ მათ 5 წლის განმავლობაში უკვე 12 000 ბინა გადავეცით. ამჟამადაც მიმდინარეობს მშენებლობა და მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში კიდევ 6000 ბინის გადაცემა იგეგმება დადგენილი წესით. დირსის დასახლებაში უკანონოდ შეჭრილი დევნილების 15% სახელმწიფოს მხრიდან ბინებით უკვე დაკმაყოფილებულია, 10% საერთოდ არ არის დევნილი, ხოლო 60% არიან რეგიონებში რეგისტრირებულნი და არ გააჩნიათ თბილისში რეგისტრაციის ადგილი", - განაცხადა პარლამენტის წევრმა. ვანო ზარდიაშვილმა ყურადღება საინვესტიციო გარემოზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კერძო საკუთრების ხელყოფა და თვითნებურად დაკავება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს და ინვესტორებს დააფრთხობს. ამიტომ, დეპუტატი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გაატარონ კანონით დადგენილი ყველა ქმედითი ღონისძიება როგორ დევნილი ოჯახების, ასევე კომპანიის ინტერესების დასაცავად. „უცხო ქვეყნიდან მოზიდული ინვესტორები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მათ სახელმწიფომ, როგორც აქამდე, უნდა შესთავაზოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, დაბალი გადასახადები და საკუთრების გარანტირებული დაცულობა. კერძო საკუთრების ხელყოფა და თვითნებურად დაკავება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს და დააფრთხობს ინვესტორებს. ამიტომ, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუტებს გაატარონ კანონით დადგენილი ყველა ქმედითი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც დევნილი ოჯახების ინტერესების დაცვას, ასევე კომპანია ,,დირსის", როგორც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის კანონიერი, კერძო ინტერესის დაცვას. ჩვენ გვახსოვს ის საშინელი პრაქტიკა, თუ როგორ ექცეოდა წინა ხელისუფლება დევნილებს, როგორ ასახლებდა მათ უკანონოდ დაკავებული ფართებიდან. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა და დევნილთა, შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით და კანონის ზუსტი დაცვით მოქმედებენ",- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)