07:48 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 12:00:01, 1045 ნახვა

საზოგადოება
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს - ისინი პროფკავშირს დააფუძნებენ

სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა დღეიდან გაფიცვა შეწყვიტეს. 

როგორც სოცმუშაკების ნაწილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. ამასთან, მათივე თქმით, მოთხოვნათა ნაწილი კვლავ შეუსრულებელია და პრობლემების მოსაგვარებლად ისინი ბრძოლას განაგრძობენ.

სოცმუშაკებმა, რომლებიც 25 მარტიდან გაფიცულები იყვნენ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროფესიული კავშირი დააფუძნონ. 

„ამ ეტაპზე არ არის დაკმაყოფილებული ჩვენ მიერ წამოყენებული მოთხოვნების დიდი ნაწილი. ამასთანავე, 1 აპრილს განცხადებით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტს და ვთხოვეთ პარლამენტს, თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესება“, - აღნიშნავენ სოციალური მუშაკები.

ცნობისთვის, სოოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით 25 მარტს გაიფიცნენ. გაფიცულები სამუშაო პირობებს გაუმჯობესებას ითხოვდნენ. სოციალური მუშაკების განცხადებით, პრობლემას არასათანადო სერვისები, დაბალი ხელფასი და შტატების სიმცირე წარმოადგენს. 28 მარტს გაფიცულ სოცმუშაკებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ გაფიცულებთან შეთანხმება შედგა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics