|
2019-04-01 20:24:32, 1262 ნახვა
საზოგადოება
„სიკვდილით სავსე ქალაქი“ - თბილისში შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით მსვლელობა მიმდინარეობს
„სიკვდილით სავსე ქალაქი“, „დუმილი ვერ დაგვიცავს“, „არა ბიზნესის დიქტატურას“, „მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია“, „დროა ვიბრძოლოთ რომ აღარ ვიგლოვოთ“ -თბილისში, შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია/მსვლელობა მიმდინარეობს. აქცია მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო, შემდეგ კი აქციის მონაწილეები მსვლელობით ჭავჭავაძის 5 ნომრისკენ გაემართნენ, სადაც გუშინ, სამშენებლო სამუშაოების დროს ორი მუშა დაიღუპა. მოქალაქეები საკითხის მოსაგვარებლად საპარლამენტო კომიტეტის შექმნას და ასევე, მერიის მიერ დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობების შემოწმებას ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ 21:00 საათზე ჭავჭავაძის #5-ში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ელოდებიან. „სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს ამ მკვლელობაზე. უნდა შეიქმნას ჰუმანური პოლიტიკა. ველოდებით მამუკა ბახტაძეს, გიორგი ქობულიას და დავით სერგეენკოს, მოვიდნენ და გაგვცენ პასუხები. გვითხრან, როგორ აპირებენ ამ ყველაფრის გამოსწორებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციის ორგანიზატორი სოლიდარობის ქსელია. მსვლელობას სამოქალაქო აქტივისტები და პროფკავშირები შეუერთდნენ. მსვლელობის გამო რუსთავლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. შეგხსენებთ, გუშინ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში, მშენებლობაზე მიწის დიდი მასა ჩამოიშალა. მომხდარის შშედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)