|
2019-04-01 19:36:23, 1423 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - რუსეთის მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადაეხვია - მან ეს ვერ შეძლო
"რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია თავისი ნატოსკენ და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Spigel-თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომაროება გაყინულია. "2008 წლის ომი, რუსეთის ბაზების შექმნა, აფხაზეთში რუსიფიცირება, საოკუპაციო საზღვრების თანდათანობით გადაწევა - ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ჩვენი განზრახვის შეცვლა. ეს კაია. ცუდი ისაა, რომ მდგომარეობა გაყინულია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვცადოთ, რომ [მდგომარეობა] არ გაუარესდეს. რუსეთს არ შეუძლია საქართველოს შეცვლა და საქართველოს არ შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შეცვლა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. უცხოური გამოცემის ჟურნალისტმა გაიხსენა ის დრო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და 2005 წელს რუსეთთან ჯარების გაყვანის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. "მაშინ ეს სხვა რუსეთი იყო, ის ბევრ რამეში უფრო პრაგმატული იყო. ახლა რუსეთი გაცილებით მეტად იდეოლოგიურის [სახელმწიფოს] შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც გამოწვევებს აყენებს. და მოსკოვი დღესდღეობით ფიქრობს, რომ ეს აგრესიული, თავდაჯერებული პოზიცია ხელსაყრელია. მე ამაში ეჭვი მეპარება, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)