|
2019-04-01 18:55:54, 1589 ნახვა
კომენტარი
კონსტანტინე გამსახურდია: სხვადასხვა ხელისუფლებები ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას პიარის მიზნით იყენებენ
პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე სხვადასხვა ხელისუფლებები ამ თემას პიარის მიზნით იყენებენ. მისი თქმით, 26 წლის განმავლობაში საქმესთან დაკავშირებით გარკვეული წინსვლები არსებობს, თუმცა საქმის გამოძიებას პოლიტიკური ნება სჭირდება. “როდესაც ჩვენ დავასრულეთ შიმშილობა, რომელსაც ორ კვირამდეც თითქმის არაფერი აკლდა, საქმე გაგრძელდა 5 წლით და ამ შიმშილობის გარეშე ის ჩვეულებრივად დაიხურებოდა და კანონიერი სივრციდან გავიდოდა. შედგა მოლაპარაკება საქართველოს მთავარ პროკურორთან და დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ამ საქმის გამოძიებას და მის წარმატებით დასრულებას ხელს შეუწყობდა. 26-ე წელია რაც საქმე არის აღძრული. პერიოდულად ხან თაროზე იყო საქმე შემოდებული ხან გამოძიება მიმდინარეობდა. რეალურად ეს გამოძიების იმიტაციაა, ეს არ იყო რეალური გამოძიება. ხელისუფლებები პიარის მიზნით, რომ იყენებენ ამ თემას, ჩვეულებრივი ამბავია და ვფიქრობ ყველა მთავრობის დროს შეიმჩნეოდა. რა თქმა უნდა, ამ საქმესთან ყოველთვის იყო შეწყვილებული ზვიად გამსახურდიას, როგორც პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თემა. სხვათა შორის, ამას მწვანე შუქი პირველად, 1999 წელს, ედუარდ შევარდნაძემ აუნთო, რომ ზვიად გამსახურდია მარტო ნეგატიურ კონტექსტში არ ყოფილიყო მოხსენიებული. მაშინ ამ ამბავს აყვნენ ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები. საზოგადოების ნაწილში ამან აღშფოთება გამოიწვია, საპროტესტო წერილებიც დაიწერა, მაგრამ ყინული დაძრული იყო. შემდეგ უკვე, 2003 წელს, ჩვენ ვნახეთ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა წალენჯიხაში, ის ზვიად გამსახურდიას “სულიერ მისიაზეც” კი საუბრობდა, ასე ეწოდება გამსახურდიას ლექციების ციკლს. ამ გზაზე მიღწევებიც არის, მაგალითად 2015 წელს საქმის დაკვალიფიცირება მოხდა, როგორც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს განზრახ მკვლელობა. არ არსებობდა დაზარალებული, კენჭისყრის შედეგებით მცნეს დაზარალებულად. შემდეგ საქმე გაგრძელდა 5 წლით და თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაახლოებით ერთ თვეში გამოიტანს შესაბამის განაჩენს ეს იქნება მეოთხე მიღება. ასე, რომ გარკვეული წინსვლა არის. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი გაწელეს, ჯერ კიდევ არის ამ საქმის გამოძიების რესურსი და ეს სამწუხაროდ დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. ვერ შეედავები ბიძინა ივანიშვილს იმაში, რაც თქვა, თუმცა ამას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს,” არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მინდა მჯეროდეს ჩემი თვალების და ფაქტების.“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)